წყალზე ხატვის ოსტატი ადიგენიდან

February 19, 2020

ლელა სარიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში ცხოვრობს. იგი თვითნასწავლი წყალზე ხატვის ოსტატი და გრაფიკული დიზაინერია. მანვე საკუთარი სახელოსნო და სამხატვრო სტუდია „არტ ფაქტორი“ დააფუძნა.

სამხატვრი სტუდია „არტ ფაქტორში“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ წყალზე ხატვის ხელოვნებას, ისწავლონ გრაფიკული დიზანი და ფერწერა, დაესწრონ წყალზე ხატვის და სპრეი არტის მასტერკლასებს, დაისვენონ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

ლელა სარიშვილი ბიზნეს გამოცემა Forbes Georgia-ს პროექტის 30 under 30-ის გამარჯვებულების სიაშიც მოხვდა.

„ ისე შევავსე აპლიკაციის ფორმა არ ველოდებოდი, რომ მოვხვდებოდი ფორბსის სიებში. იმდენი საინტერესო, ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ამ სტატუსს. მეილზე მომივიდა წერილი, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ ფორბსის 30/30 – ის შესარჩევი ტური. ძალიან გახარებული და სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი.“ – ამბობს TOK TV-სთნ საუბრისას ლელა სარიშვილი.

ავტორები:

მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი.

Leave a Reply