კახეთში ჩამოვარდნილი აპარტების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი მიუთითებდა ფოტოზე არსებულ ნომერზე რომლის მიხედვითაც, ასკვნიდნენ რომ ეს არ იყო უპილოტო აპარატი და რაკეტის კომპონენტს მიეკუთნებოდა. აპარატის წარმომავლობის დასაზუსტებლად ჩვენ შსს-სა და სუსს დავუკავშირდით. უწყებების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებენ, მათი განმარტებით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საგარეჯოსა და ყვარელის სოფლებში შსს-ს იფიციალური ვერსიით ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.