“სამწუხაროდ ხანდაზმულობაში დავეთანხმე,” – ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტზე დაHA-HAვებისგამო სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური ააიპიდან გათავისუფლებული ნინო ხაზალაშვილისსარჩელი, ახალციხის სასამართლოს მოსამართლე ლუიზა თოდუამ არ დააკმაყოფილა, – გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება “სარჩელის ხანდაზმულობით” გაამართლა – სწორედ ხანდაზმულობაზე აკეთებდა აქცენტს, “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” წარმომადგენელი სასამართლოზე, ევა იველაშვილი.
ამაზე პასუხად, მოსარჩელე ნინო ხაზალაშვილი ამბობს: “თავიდანვე შესაგებელში, მათი მთავარი არგუმენტი ეგ იყო, რომ ხანდაზმული იყო საქმე არ მქონდა მე უფლება, რომ შემეტანა სარჩელი ხელახლა. გასაკვირია, როცა დაახლოებით 9 თვის მერე მეუბნები, მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო. ეს ცოტა უხერხულია,“ – თქვა ნინო ხაზალაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ააიპის დირექტორმა, დავით მუმლაძემ გასულ სხდომაზე გვითხრა, რომ პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს გააკეთებდა, დღეს ტერიტორია ისე დატოვა, რომ მხოლოდ ეს გვითხრა: “მივესალმები სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებას.”
ჩვენი კითხვა, თუ სარჩელი ხანდაზმული იყო, რატომ გრძელდებოდა პროცესი? – უპასუხოდ დატოვა.
Ha-Ha-ს საქმე, მხარეები გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან – ახალციხე
ნუცა ბუზალაძის პოსტის დაHA-HAვებიდან სასამართლომდე — ნინო ხაზალაშვილის საქმე
Part 2: კითხვები და პასუხები HA-HA-ს საქმის სასამართლო სხდომიდან – ახალციხე
რა მოხდა?
სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი აიპიდან გათავისუფლებული პირი, ნინო ხაზალაშვილი ამბობს, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტის და-HA-HA-ვების გამო გაათავისუფლეს.
პოსტი, ახალციხეში ნუცა ბუზალაძის წინასაახალწლო კონცერტს ეხებოდა, რომელიც მერიას 18 000 ლარი დაუჯდა.
ნინო მიუთითებს, რომ ხელმძღვანელისგან გაფრთხილება მიიღო პოსტებზე რეაქციების გამოხატვის გამო, დასტურად კი საქმეში დასთან მიმოწერა ინახება.
ააიპ “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” დირექტორი, დავით მუმლაძე უარყოფს და ამბობს, რომ “აბსურდია”.
ნინო ხაზალაშვილი 2019 წლიდან, ააიპ-ში პროექტების მენეჯერი იყო.
2025 წლის 20 იანვარს, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ აღარ გაუგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება.
20 იანვარს უთხრეს, რომ ხელშეკრულება გაუგრძელდებოდა მხოლოდ 1 თვით.
29 იანვარს სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ გაათავისუფლეს.
რა არის DMO?
ინტერმუნიციპალური ა(ა)იპი “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია” (DMO) 2019 წელს შეიქმნა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID Zrda პროგრამის ინიციატივითა.
ორგანიზაციის მთავარი მიზნებია რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარება — უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნით, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციით, საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერებით, რეგიონის იმიჯის გაუმჯობესებით, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებითა და ადგილობრივი ბიზნესების ხარისხის ზრდის მხარდაჭერით.
წყარო: DMO-ს ვებ გვერდი
რამდენია ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. 11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ააიპის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში კი წარადგინეს, თუმცა მედიისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. ხოლო, ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
ამავე თემაზე:
”ჰა-ჰა-ს” საქმე – DMO-დან გათავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო ახალციხეში