განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. დამწვარია ტყის მასივი და ბუჩქები.
_______________
ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ზედა საფარს უკიდია.
მათივე ინფორმაციით 4 სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მიდის ადგილზე. დაშავებული არავინაა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ტყეში კვამლი ადგილობრივებმა დაახლოებით 12:00 საათისთვის შენიშნეს.
თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს toktv.ge სადაც ინფორმაცია განახლდება
შორი ხედით გადაღებული ფოტო/ვიდეო
ფოტო/ვიდეო: ლინდა მარკოიძე