ხარვეზებით გაცემული ფულადი ჯილდოები – სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში – აუდიტი

April 15, 2025

2021 წელს, 3 000 და 2022 წელს, 3 500 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, შტატგარეშე თანამშრომლებზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, რაშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხარვეზს ხედავს, – საუბარია “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის” ახალ ანგარიშში, რომელშიც სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების 2021-22 წლების საქმიანობებია გაანალიზებული. 

აუდიტი თავის დასკვნაში წერს, რომ ჯილდოების გაცემისას მითითებულია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიტერიუმები და არა –  შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოც გასცეს ფულადი ჯილდოები. 

“მოქმედი კანონმდებლობით, ფულადი ჯილდო გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ოდენობა,” – ნათქვამია კვლევაში. 

ეთანხმებიან თუ არა აუდიტის დასკვნას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში და როგორია მათი პოზიცია? – ჩვენ უწყებასთან დაკავშირებით ვცდილობთ, მასალაც შესაბამისად განახლდება. 

კიდევ რა ხარვეზები გამოავლინა სახელმწიფო აუდიტმა? – თემაზე მასალებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.