ეს არ არის გამწვანებისთვის დარგული ხე, არც ხის ახალი სახეობაა – ეს ე.წ მიმანიშნებლად ჩაურგავთ, რათა დაზიანებულმა და ამოთხრილმა ასფალტის საფარმა ავტომობილი არ დააზიანოს, – ე.წ ხე ორბელიანის ქუჩაზე ერთ კვირაზე მეტია ასეა.
აღნიშნულზე ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, – კომენტარების მიხედვით, როგორც აღმოჩნდა ასფალტის დაზიანებული საფარის მიმანიშნებლად მსგავსი ხერხისთვის არაერთ ადგილზე მიუმართავთ.
აპირებენ თუ არა და როდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას? – კითხვით ახალციხის მერიას დავუკავშირდით, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
გარდა ორბელიანის ქუჩსა, საავტომობილო გზის საფარი დაზიანებულია სხვა ქუჩებზეც, მათ შორის არის დიდიმამიშვილის ქუჩა რომელსაც კაპიტალური რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებია, ხოლო ორმოების ამოვსების სამუშაოები თითქმის ყოველ წელს მიმდინარებს, თუმცა მალევე ზიანდება.
ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს ვკითხეთ თუ რას გეგმავდა დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის? – მან გვითხრა , რომ დაახლოებით 4 მილიონამდე ლარად შეიძინეს მანველიშვილის, ფარნავაზის, კოსტავას და ნებიერიძის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი. მერი ირწმუნება, რომ გზების შეკეთება 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გზების მიმდინარე შეკეთებისთვის 170 000 ლარი, ხოლო ახალი გზების მშენებლობისთვის – 2 700 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.