ხვალიდან სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და დაწესებული სანქციები მოიხსნება. მოქალაქეები შეძლებენ ახლობლების საფლავზე გასვლას და ტრადიციის შესრულებას.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მართლმადიდებლურ აღდგომას, 2-4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იყო, დარღვევის შემთხვევას კი ჯარიმა 2 000 ლარით იყო განსაზღვრული.
აღნიშნულის გამო საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავები სასაფლაოებს აკონტროლებდნენ, მათ შორის ახალციხეშიც.