Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

ხიზაბავრას ისტორიაში ასფალტის პირველად დაგებას გეგმავენ — ასპინძა

February 8, 2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში 808 მეტრიანი საავტომობილო გზის დაგება იგეგმება, რომლისთვისაც 440 ათასზე მეტის დახარჯვა იგეგმება, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე გვეუბნება, სოფელში ასფალტი ამ დრომდე არასდროს ყოფილა.

მისივე თქმით, გზის დაგების გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა შესრულდეს. წინადადებების მიღება 09-14 თებერვალს იწარმოებს.

ფოტო: ხიზაბავრა – დიდებული მესხეთი