ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები ეუთო/ოდირის ანგარიშში – #არჩვენები2024

October 31, 2024

„დაკვირვების 24 პროცენტში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრით ან 7 პროცენტში საარჩევნო უბნის დაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო“ — წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში.

ბიულეტენის უკანა მხარეს, მარკერის მელანი რომ ჩანდა ჩვენმა რედაქციამ არჩევნების პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ადიგენის სოფელ ბოლაჯურში მოწყობილ სარჩევნო უბანზე შეამჩნია. ქარდზე არსებული ფოტოც ამ უბანზეა გადაღებული.

ზემოხსენებული მიზეზის გამო, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იმ უბნების შედეგების გაბათილებას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

“ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში” ამტკიცებენ, მიუხედავად იმისა, რომ უკანა მხარეს მელნის კვალი ეტყობოდა, ხმის მიცემის ფარულობა მაინც დაცული იყო.