ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოს მიწის მისაკუთრებაში ედავება . ადგილობრივები დღეს ბავშვთა პანსიონთან მივიდნენ და მიტროპოლიტ სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები მედიასთან საუბარში ამბობენ, მთავრობამ 2007 წელს, მათი კუთვნილი მიწები უსაფუძვლოდ გადასცა საპატრიარქოს. მათივე თქმით, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაiძე გვეუბნება, რომ თუ პირებს პრობლემა აქვთ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.
ეკონომიკის სამინისტროდან ინფორმაციის დაზუსტებას ველოდებით.