სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის Facebook ჯგუფში პოსტების გამოქვეყნება მას შემდეგ შეზღუდეს, რაც სტუდენტების მიერ დაანონსებული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო პოსტებს აზიარებდნენ, მათ შორის TOK TV-ს ჟურნალისტს სტატია 7-ჯერ წაუშალეს. ჯამში ჯგუფიდან 20-ზე მეტი საინფორმაციო პოსტი წაიშალა.
საუბარია უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაზე, რომლითაც ისინი უერთდებიან საერთო სტუდენტურ ინიციატივას და ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ. ასევე, ხვალ 12:00 საათზე, საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში გეგმავენ საპროტესტო აქციის გამართვას.
სჯსუს სტუდენტები: “ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს. არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში ლექციებზე”
გარდა TOK TV-ს პოსტებისა ჯგუფში იშლებოდა სხვა მედიების თუ კონკრეტული პირების მიერ გამოქვეყნებული პოსტები.
გარდა ამისა, საპროტესტო აქციის დაანონსებიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ზემოთხსენებულ ჯგუფში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც სტუდენტებმა აქცია უნდა გამართონ, “რექტორის საათის” ფარგლებში შეხვედრა ჩაინიშნა. არის თუ არა ეს კავშირში აქციასთან? – ჩვენი მედია ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.
აქვე გეტყვით, რომ ხვალიდან, 13 მაისიდან გაფიცვას უერთდებიან და აუდიტორიაში გამოცხადებაზე უარს ამბობენ, საქართველოში არსებული 20-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები.