ჰიბრიდული ომის საფრთხეები, საპასუხო მოქმედებები და ახალგაზრდების როლი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში – საკითხებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის ორგანიზებით, 60-ზე მეტ სტუდენტს ესაუბრნენ.
შეხვედრაზე, Kings College London-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ლექტორმა და საომარი მოქმედებების ექსპერტმა, დოქტორმა ოფერ ფრიდმანმა, ჰიბრიდული ომის თავისებურებებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა. მან, ასევე, დეტალურად განიხილა რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა.