ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში დათვლილია ხმების 99,87%. სხვა მუნიციპალიტეტებში – 100%.
წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის მერობის არჩევნებში ხმების 55,607 % მმართველი გუნდის კანდიდატმა, კახი კალაძემ მიიღო, ხოლო 44,393 % ნიკა მელიამ ოპოზიციიდან.
ამავე წყაროს ცნობით, საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში (ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი) სადაც მეორე ტური გაიმართა , “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.
რაც შეეხება 15 თვითმმართველ თემს. აქ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ერთში, წალენჯიხაში “ენმ”-ს კანდიდატი 51,107 %-ით ლიდერობს, დანარჩენში მმართველი პარტია.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ორგანოების არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.