ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი ცნობილია, – ამ ეტაპზე მერიის მიერ6 თვის წინ ნაყიდი 18 ავტობუსიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ 8-ს გადაჰყავს მგზავრები, დანარჩენი ავტობუსი უფუნქციოა.
ახალციხეში შიდა საქალაქო ტრანსპორტმა მოძრაობა 29 მარტს დაიწყო, თუმცა გადაადგილების გრაფიკი ამ დრომდე განსაზღვრული არ იყო, რაც ადგილობრივების თქმით, გადაადგილების პრობლემას ქმნიდა, რადგან გაჩერებებზე მიმანიშნებელი ტაბლოებიც არ იყო. შესაბამისი ინფრასტრუქტურა არც ახლა არის. მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ტაბლოების დამონტაჟება წესით მიმდინარე კვირაში უნდა დაიწყოს.
რაც შეეხება გრაფიკს, ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით, შემდეგ საათებში იმოძრავებს:
I მარშრუტი: ახალციხის ავტოსადგური – რუსთაველის 113-125
II მარშრუტი: ადიგენის ქუჩა (საბარგო სადგურის დასახლება) – ზარზმელის ქუჩა ( ე.წ თერთმეტიანები)
III მარშრუტი: ყაზბეგის ქუჩა (რაბათის ცენტრი) – თამარაშვილის ქუჩა (ავტოსადგურის ტერიტორია) – რუსთაველის ქუჩა (საავადმყოფო)
IV მარშრუტი: ახალციხე – სოფ. მინაძე – II შახტი
V მარშრუტი: ახალციხე – ვალე
VI მარშრუტი: ახალციხე – აწყური
IX მარშრუტი: ახალციხე – კლდე
რაც შეეხება ტარიფებს:
ქალაქში მოძრაობის ღირებულება 0,50 თეთრია, იგივე თანხის გადახდა მოუწევთ მინაძეში და მეორე შახტში მცხოვრებლებს.
სოფლების მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.
გადახდა შესაძლებელია TBC ბანკისა და სპეციალური სამგზავრო ბარათებით, რომლის აღებაც ასევე ზემოხსენებულ ბანკშია შესაძლებელი.
ამავე თემაზე: