296 პირველკურსელი ჩაირიცხა წელს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულებაში გვიდასტურებენ.
ამავე წყაროს ცნობთ, მიმდინარე წელს, სამაგისტრო პროგრამაზე 28 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო მობილობით – 50 , როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, მობილობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 2 000-მდე სტუდენტი სწავლობს.