ძველი ბიულეტენებიც ჟონავდა – ამის საილუსტრაციო ცდაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ჩაატარა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სხდომაზე.
მოსამართლე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ მელნის გაჟონვა ზოგადი პრობლემა იყო ხმის ფარულობის უზუნველყოფისთვის და ამის გადასაზღვევად შესაბამისი კონვერტის გამოყენება იყო აუცილებელი.
წალკის 32 უბნის შედეგები, სადაც ხმას ძველი წესით აძლევდნენ, საბოლოოდ , გამოვლენილი დარღვევების გამო, მოსამართლემ გააუქმა.
აქ, TOK TV არჩევნების დღეს მუშაობდა და მათ შორის გადაიღო – როგორ გამოიყენებოდა ბიულეტენის სხვაგავრად დაკეცვის პრაქტიკა ხმის ფარულობის დარღვევისთვის.
Tags: წალკა