ახალი ნაძვის ხე ადიგენს, ძველი აბასთუმანს, ან – პირიქით #ტენდერი

November 12, 2024

ფოტო: ანო დანელიანი (არქივი)

150 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ 12 მეტრიანი ნაძვის ხის, აქსესუარების და მონტაჟისთვის, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 12 მეტრიანი ნაძვის ხის და აქსესუარების შესყიდვა და მონტაჟი რომელიც 21 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს. 

რამ განაპირობა ახალი ნაძვის ხის შესყიდვა და რა ბედი ელის ძველს, რომელიც მერიამ 2019 წელს იყიდა? – მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ ერთ-ერთი ნაძვის ხე აბასთუმანში უნდა დადგან, თუმცა რომელი – ჯერ კიდევ განიხილავენ. 

აქვე გეტყვით, რომ წინადადებების მიღება 22-25 ნოემბერს იწარმოებს.