52 000 ლარზე მეტი ადიგენის მუნიციპალიტეტის გზების თოვლისგან გაწმენდისთვის – ტენდერი

December 30, 2024

52 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს ადიგენის მერია მუნიციპალიტეტის  ქუჩების, სოფლებთან და სასაფლაოებთან მისასვლელი გზების თოვლისგან გაწმენდისთვის, – ამის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მარილის მოყრაც. 

ამავე წყაროს ცნობით, იგეგმება ჯამში 500 კილომეტრი გზის გაწმენდა. 

წინადადებების მიღება, 2025 წლის 1-3 იანვარს იწარმოებს.