ახალციხის საკრებულოს ოპოზიციურ ფლანგში ცვლილებებია

January 17, 2025

ახალციხის საკრებულოს ოპოზიციურ ფლანგში ცვლილებებია, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე, ქეთევან ბარძიმაძე თანამდებობას ტოვებს და მის ნაცვლად ბესიკ ოქრომელიძეს აირჩევენ, – ამის შესახებ ინფორმაცია “ახალციხის საკრებულოს” დღის წესრიგშია მოცემული.

ახალციხის საკრებულოს 2025 წლის პირველი სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. 

თანამდებობის დატოვების მიზეზების და დეტალ;ების გასარკვევად ჩვენ ფრაქციის თავმჯდომარესთან, დავით ახალკაცთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ და შევეცდებით კომენტარი მივიღოთ საკრებულოს სხდომაზე.