კონკურსი „აგრო-ლიგა“ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის

March 31, 2025

საქართველოში ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსი „აგრო-ლიგა 2025“ იწყება.

კონკურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და მისი უმთავრესი მიზნებია:

  • აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელება;
  • საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარებისხელშეწყობა;
  • წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

აგრო-ლიგა ჩატარდება შემდეგ საკონკურსო დარგებში:

  • მევენახეობა;
  • მცენარეთა დაცვა;
  • მეფუტკრეობა;
  • სატყეო საქმე;
  • მეხილეობა;
  • ეკოლოგია-ბიომრავალფეროვნება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატის სტუდენტებს;
  • პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისმსმენელებს.

კონკურსი ტარდება ტესტირების საშუალებით. 

ტესტები მომზადებულია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ექსპერტების მიერ, შესაბამისიფუნდამენტური სამეცნიერო ლიტერატურის და ბენეფიციარი სექტორების მიერ წარმოებულისპეციფიკური ლიტერატურული მასალების გამოყენებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია აგრო-ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე – https://agroliga.veta.ge/

პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, კონკურსის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ სავარჯიშო ტესტებს და სასწავლო-შემეცნებით ლიტერატურას.

აგრო-ლიგა ჩატარდება მიმდინარე წლის აპრილში, დაბეჭდილი ტესტებით, რამდენიმე ლოკაციაზე.კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი მონაწილეებს ეცნობებათ მათ მიერ რეგისტრაციის პროცესშიმითითებულ ელ-ფოსტაზე.

 აგრო-ლიგის გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ კონკურსის ორგანიზატორების მიერ დაწესებულ სხვადასხვა სახის პრიზებს.

კონკურსის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info.agroleague@gmail.com

პროექტის კონცეფციის ავტორი და განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია(ADA).

2025 წელს საქართველოში აგრო-ლიგა ჩატარდება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისგანვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ( საქართველოს სოფლის მეურნეობაშიპროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემების მოდერნიზება, (მე-3 ფაზა) ფარგლებში.