26 000-ზე მეტი ლარი ლინდა ადამიანს და 1/4-ს ადიგენში კონცერტისთვის

May 20, 2025

26 260 ლარს გადაუხდის ადიგენის მერია, ლინდა ადამიას და ჯგუფ 1/4-ს, 26 მაისის ღონისძიებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ადიგენის მერიის ცნობით, 26 მაისს საქართველოს თავისუფლების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, ადიგენის ცენტრში, 15:00 საათზე დაიწყება.

დაგეგმილია: 

  • სახეზე ხატვა და სპორტული ღონისძიებები;
  • ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა;
  • საქართველოს ჰიმნი დაბუშტების საზეიმოდ გაშვება;
  • კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით;
  • კონცერტი მოწვეული მომღერლების ლინდა ადამიას და ჯგუფი 1/4 მონაწილეობით;
  • კონცერტის დასასრულს – ფოიერვერკი;
  • საღამოს გააგრძელებს მოწვეული DJ.