- ზაზა მარჯანიშვილი და “ნალი ბენდი”;
- მაია ბარათაშვილი & ჯაზ ტრიო;
- მარიკო ებრალიძე;
- ანა უზნაძე;
- თემო საჯაია;
- ტრიო “ბალადა”
ეს მომღერლები იმღერებენ ახალციხის მუნიციპალიტეტში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. უცნობია რა ოდენობის თანხას გადაუხდიან მომღერლებს.
ამავე წყაროს ცნობით, ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და დაგეგმილია:
- სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
- ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
- კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერებთან ერთად;
- სახატავი სივრცე;
- სახის მოხატვა;
- თიხის სუვენირების მოხატვა;
- მცენარის დარგვა;
- ყვავილების გვირგვინების გაკეთება;
- ხის პინების მოხატვა;
- საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან და მასკოტებთან ერთად.
14:50 -19:20 საათზე დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა და მოწვეული მომღერლების კონცერტი.
რა თანხა უჯდება მუნიციპალიტეტს ღონსძების ჩატარებისთვის? – ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტი თანხას არ იხდის, რადგან ის ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარება.
სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ამავე თემაზე: 26 000-ზე მეტი ლარი ლინდა ადამიანს და 1/4-ს ადიგენში კონცერტისთვის