250 000-ზე მეტი ლარი ჩორჩანის, ზედუბნის და ნამინაურის შიდა საუბნო გზებისთვის – ადიგენი

May 22, 2025

ადიგენის სოფლებში: ჩორჩანში, ზედუბანში და ნამინაურში შიდა საუბნო ბეტონის გზების რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც 250 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ტენდერი უკვე გამოცხადდა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გარდა გზების რეაბილიტაციისა, იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობა და ცხაურებით გადახურვა.

თანხა სრულად, 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. წინადადებების მიღება 27 -30 მაისს იწარმოებს.