2024 წლის შესახვედრად ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაძვის ხის და საახალწლო აქსესუარების შეძენას გეგმავს, რისთვისაც 223 000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება. ტენდერი ორ ეტაპად გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 16 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხის და 50 მეტრიანი ნატურალური ხის ღობის შეძენა დაახლოებით 180 000 ლარით იგეგმება.
წინადადებების მიღება 3-6 ნოემბერს იწარმოებს.
რაც შეეხება გასანათებელი მოწყობილობების, ელექტრონათურების და საშობაო ნაძვის ხის ნათურებს, მერია 40 000-ზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
წინადადებების მიღება 4-6 ნოემბერს იწარმოებს.
აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს ახალციხის მერიამ ნაძვის ხე არ შეიძინა და სამი წლის წინ ნაყიდი გამოიყენა, საახალწლოდ ქუჩების მოსართავად კი ჯამში 209 200 ლარი დახარჯა.