2018 წელს კურორტები ახტალა და ლიბანი ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა აუქციონზე პირობებით იყიდა. ხიდაშელის კომპანიებს ჯამურად 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა, – ამის შესახებ “სტუდია მონიტორი” წერს.
კურორტი ლიბანი ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. აქ ფრანგულ სტილში 1927 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის შენობა მდებარეობს.
2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყოფილი სანატორიუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ვრცლად გთავაზობთ სტუდია მონიტორის საგამოძიებო სიუჟეტს
დავით ხიდაშელი 2007-2014 წლებში, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ევტუშნკოვის კორპორაცია “სისტემის” ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ხიდაშელმა 2022 წელს, რაჭასა და ქვემო სვანეთში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია მიიღო, რომლის ფარგლებშიც ფარგლებში 49 წლით 100 000 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობიც გადაეცა. თუმცა ნაკისრი ვალდებულები არც აქ შეასრულა.
ხიდაშელის შესახებ და ფილმში მოყვანილ მიგნებებზე, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ჟურნალისტი და ფილმის ავტორი, ნინო შუბითიძე გვესაუბრება.