“გავრილოვის ღამეს” დაზარალებული ჟურნალისტების და დემონსტრანტების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა – საია

May 7, 2024

“გავრილოვის ღამეს” დაზარალებული ჟურნალისტების და დემონსტრანტების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებადა ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას “საია” ავრცელებს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

ამავე წყაროს ცნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019  წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების მხრიდან პროტესტი, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს (იმდროინდელი)  სკამის დაკავებას მოჰყვა. 

საპროტესტო აქციების დაშლის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, კლინიკებში გადაიყვანეს 240 მოქალაქე მათ შორის – 80 სამართალდამცველი.

დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, ხოლო 30-ზე მეტმა ჟურნალისტი დაშავდა.

შედეგად:

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ვახტანგ გომელაურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიცია დატოვა, ხოლო იმდროინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა.

“გავრილოვის ღამიდან” თითქმის ოთხ თვეში, გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ მინისტრად დაინიშნა.

ფოტო: ფორმულა