წალკის მერია ნაგვის ურნების შესყიდვას გეგმავს

May 10, 2024

Წალკის მუნიციპალიტეტმა  220 ცალი ნაგვის ურნის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.   Შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების ვებ – გვერდზეა განთავსებული. 

 სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1100 ლიტრი ტევადობის  ურნები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს დამკვეთს  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ,,ნოვა“-მ “.

Ნაგვის ურნის შესყიდვა  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით 105 600 ლარი დაჯდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრეულების მომზადება-წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ- გვერდზე.