“მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე”
“მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება”
რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული სტუდენტების და გაფიცული ლექტორების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტები საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათ შორის არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.
“მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება,” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრას ესწრებოდა სჯსუ-ს რექტორი, მაკა ბერიძეც.
აქვე გეტყვით, რომ 20-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ნაწილი შეუერთდნენ აერთო სტუდენტურ ინიციატივას და პროტესტის ნიშნად ლექციებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს, მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც.
გაფიცვას შეუერთდნენ და ლექციების აუდიტორიაში ჩატარებაზე უარი განაცხადეს ლექტორებმაც.
“ვუერთდები სტუდენტებს. მეც ვერ ჩავატარებ სააუდიტორიო შეხვედრებს იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც, მინიმუმ, არ იმჩნევს საკუთარ ასოცირებულ-პროფესორზე განგრძობით მუქარებს და ზეწოლას. მარტო მე ვერ გავიფიცები, ცხადია.
რაც შეეხება სწავლა-სწავლებას, არც მე ვაპირებ შევწყვიტო და არც ეს სტუდენტები შეწყვეტენ განათლებას,” – წერს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და TOK TV-ს დამფუძნებელი, ნათია კუპრაშვილი.
გთავაზობთ უნივერსიტეტების სიას, რომლებიც განცხადებას ხელს აწერენ
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ
19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
21. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
23. კავკასიის უნივერსიტეტი
24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი
31. ევროპის უნივერსიტეტი
32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
33. თბილისის თავისუფალი აკადემია
34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი
36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი