1 827 650 ლარი ერინჯა-მიასნიკოვის გზების რეაბილიტაციისთვის – ახალქალაქი

June 17, 2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ერინჯა მიასნიკოვის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 827 650 ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვა მრავალწლიანია, სამუშაოების ნაწილი 2024 ნაწილი კი 2025 წელს განხორციელდება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით 2024 წელს, ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ფონდიდან ჯამში მილიონ ნახევრამდე, 2025 წელს კი – 1 700 000 ლარამდე დაიხარჯება. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შპს “ჯავახავტოგზამ” მიიღო. რომელმაც სამუშაოების შესრულებისთვის მერიას 1 443 000 ლარი შესთავაზა.

ტენდერი შერჩევა შეფასების ეტაპზეა.