Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ახალციხეში, წლების წინ დაზიანებული სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი

July 10, 2024

ახალციხეში, კოსტავას 75-ში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.

სპორტული მოედანი წლებია შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ბავშვები ამ მოედანზე მაინც თამაშობენ.

თემაზე ვრცელი სიუჟეტი გასულ კვირას მოვამზადეთ: ახალციხელები საფეხბურთო მოედნების მოწყობას ითხოვენ

მინი სტადიონის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 200 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გეგმავენ ღობის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას. ასევე, კალათბურთის, ფეხბურთის კარების და ტრიბუნების მოწყობას.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

წინადადებების მიღება 19-22 ივლისს  იწარმოებს, სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვეა.