ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, ოთხ ლოკაციაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციას გეგმავს, რომლისთვისაც 1 100 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ახალქალაქის სამი ქუჩისთვის 100 000-ზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის – მილიონზე მეტი. სახელმწიფო შესყიდვის მიხედვით, წინადადებების მიღება 16-23 მარტს იწარმოებს.
კომპანია, რომელიც ტენდერს მიიღებს სამუშაოები ივნისის თვეში უნდა დაასრულოს.