-10 C გარეთ – ბუნებრივი აირი(გაზი) არ მიეწოდება მუნიციპალიტეტში აბონენტთა უმეტესობას

February 24, 2025

ბუნებრივი აირი(გაზი) არ მიეწოდება ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში, აბონენტთა უმეტესობას, როდის აღდგება მიწოდება უცნობია. 

“ინტერ გაზში” მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ დაზიანებაა, მიმდინარეობს პრობლემის აღმოფხვრა. თუმცა კონკრეტულად როდის არ გვეუბნებიან. 

ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრებლები ჩვენს რედაქციას დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება გვთხოვეს. 

თემაზე მუშაობის დროს, ადგილობრივები დაგვიკავშირდნენ და გვიხრეს, რომ სოფლებში აბონენტთა ნაწილს ბუნებრივია ირის მიწოდება აღუდგა. 

სინოპტიკოსების ვარაუდით, ღამით ახალციხის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.