ყარაბაღის კონფლიქტი და ნატოს როლი, რატომ გაჭიანურდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, საქართველოს და დასავლეთის თანამშრომლობის ისტორია და ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ შესრულებული აქტივობები, – საკითხებზე სამცხე-ჯავახეთის 55-მდე პედაგოგმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრა კოვიდ19-ის პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხეჯავახეთის კოორინატორი, თეონა ზურაბაშვილი გვეუბნება, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად ზრდის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
__________________________________________________
პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.