არასრულწლოვანებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა ახალციხეში

April 11, 2025

ზრდასრული მამაკაცი ორ არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდა, პირი დაკავებულია – შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში მოხდა (ჩვენი რედაქცია პირების იდენტიფიცირების პრევენციის მიზნით კონკრეტულ სახელებს და ადგილებს არ ასახელებს) – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ.

არასრულწლოვანების მიმართ, სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ჩვენ რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ შეგვატყობინა. როგორც ისინი გვეუბნებიან, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სკოლაში წერილი კლასელს მიწერა, რომელიც მასწავლებელმა ნახა. 

ჩვენი რედაქცია ცდილობს დაუკავშირდეს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ხმალაძეს და სკოლის დირექტორს, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

შსს-ში გვეუბნებიან, რომ დაკავებულს ბრალი სსკ-ს 137-ე და 138-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 

როგორ ვებრძოლოთ პედოფილიას? გვესაუბრება ფსიქოლოგი ია როზი

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციის მიღებას ველოდებით საქართველოს პროკურატურიდან.