TV პირველის ოპერატორი, რომელიც დღეს გარდაიცვალა 05 ივლისს მასზე ძალდობის შემდეგ “ნიუ ჰოსპიტალში” მკურნალობდა. სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებას დავუკავშირდით კითხვით თუ როგორი სამედიცინო მდგომარეობა ჰქონდა პაციენტს გაწერისას და რა სახის ტრავმები აღენიშნებოდა მას. კითხვებზე კლინიკაში გვიპასუხეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებდნენ.
“კლინიკიდან პაციენტი ეწერება იმ შემთხვევაში თუ მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რომ ბინაზე გაეწეროს. ამ კონკრეტულ შემთვევაში ვერ გეტყვით ზუსტად, რადგან მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა და დღის მეორე ნახევარში შევძლებთ განცხადება გავაკეთოთ,” – გვითხრეს სამედიცინო დაწესებულებაში.
TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება “თვითმკვლელობამდე მიყვანის” მუხლით დაიწყო.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო დღეს თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იგეგმება. საზოგადოებრივი ჯგუფების ნაწილი პრემიერის გადადგომას მოითხოვს.