დღეს იუსტიციის მინისტრს ქუთაისში ხელი უნდა მოეწერა მემონარნდუმისთვის და ღონისძიება საჯაროდ, მედიის თანდასწრებით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მედიის წარმომადგენლები მინისტრს პროტესტით დახვდნენ. ისინი ღონისძიების დაწყებამდე პრემიერ-მინისტრის გადადგომას და 5 ივლისის მოვლენებში დამნაშავე ჯგუფების დასჯას მოითხოვდნენ. აღნიშნულის გამო მინისტრმა გეგმა შეცვალა და ღონისძიება მედიის გარეშე ჩაატარა.
“დღეს ამ დარბაზში იუსტიციის მინისტრს ხელი უნდა მოეწერა მემორანდუმისთვის, თუმცა ალბათ ის მიხვდა რომ აქ ჟურნალისტები დისკომფორტს შეუქმნიდნენ, ამიტომ მინისტრის დღის წესრიგი შეიცვალა. ჩვენ დღეს აქ მაინც ვამბობთ რომ ხელისუფლება რომელიც ჟურნალისტებს არათუ არ იცავს მოძალადე ჯგუფებისაგან, არამედ თავად წაახალისებს ამ ჯგუფებს, იბრძვის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს მოძალადე ჯგუფები უნდა დაისაჯონ,” – თქვა “ფორმულას” ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.