სჯსუ-ში სასწავლო პროცესი დაიწყო

September 29, 2025

დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო, – რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, წელს უნივერსიტეტმა 272 პირველკურსელი მიიღო. 

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეორე კორპუსში დაიწყო, რადგან, ბერიძის თქმით, იგეგმება პირველი კორპუსის სახურავის სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 600 000-ზე მეტი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, სამუშაოები სავარაუდოდ მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

სიახლეები:

მაკა ბერიძის თქმით, უნივერსიტეტში წელს პირველად დაიწყო საჯარო მმართველობის და ბიზნეს ადმინისტრირების 2-3 წლიანი პროგრამა. ანუ, სტუდენტები ზემოხსენებულ ფაკულტეტზე  4 წლის ნაცვლად 3 წელი ისწავლიან, თუმცა შესაძლებლობა არ ექნებათ მაინორ საგანი გაიარონ. 

მისივე თქმით, მაინორ საგნის გამვლელთა მსურველები ტრადიციულად, 4 წელი ისწავლიან.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულიად უფასოა, გარდა ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამართლისა.