წინასაახალწლო ტენდერები ასპინძაში

November 7, 2025

დეკორაციული მანათობელი ვარსკვლავები, ყვავილები, ფიფქები, – ასპინძის მერია სააახალწლოდ ქუჩების მოსართავად და ნაძვის ხის სათამაშოებისთვის 23 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გევრდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერიამ საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი 30 000-მდე ლარზე გამოაცხადა, ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ შპს “ზ.ს”-მ მიიღო მონაწილეობა და 23 000 ლარი შესთავაზა – ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი. 

გარდა ამისა, ასპინძის მერია საახალწლოდ, 149 სასაჩუქრე პაკეტის შესყიდვას აპირებს. შეფუთვებშიგათვალისწინებულია ნამცხვარი, შოკოლადი, გოზინაყი, ლიმონათი, ღვინო და ა.შ. – აღნიშულისთვის25 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული. 

ვისთვის აპირებენ სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას? – ასპინძის მერიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.