ახალციხის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი შესაძლოა 40 მილიონამდე ლარით განისაზღვროს, რაც გასული წლის საწყის თანხასთან შედარებით, თითქმის 2,5 მილიონით მეტია, – ბიუჯეტის დოკუმენტი მერიამ საკრებულოში უკვე გადაგზავნა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის განიხილავენ მუნიციპალიტეტის წლის მთავარ დოკუმენტს საჯაროდ.

ახალციხის საკრებულოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, თითქმის 6 მილიონი მეტი ხელფასებზე მოდის.
გარდა ამისა, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ახალციხის მერიას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსურ მხარდაჭერას აღარ იღებს, რადგან ეს ველი ცარიელია. განსხვავებით წინა წლისგან. დოკუმენტების მიხედვით, 2025 წელს, მერიამ 15 400 ლარი მიიღო.

კიდევ რაში აპირებენ 40 მილიონამდე ლარის დახარჯვას? – ჩვენი გუნდი ბიუჯეტის პროექტის დეტალურ ანალიზზე მუშაობას განაგრძობს.