ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტ ექიმსა და კლინიკა “იმედს” შორის დავა საქალაქო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. დღეს გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ვიოლეტა ინასარიძემ, მეგი ბაქრაძე აცრიდან 15 წუთში დატოვა, მაშინ, როდესაც კანონი ავალდებულებდა, აცრილ პირთან ნახევარი საათი გაჩერებულიყო.
კლინიკის ადვოკატის მტკიცებით, ამ მიზეზით ინასარიძეს საყვედური გამოუცხადეს, რაც საფუძველი გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების. კლინიკის ადვოკატის მტკიცებით, ინასარიძემ პროტესტის ნიშნად კლინიკა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ მან გამოძიებას არასწორი ჩვენება მისცა. მისივე თქმით, ამას დაემატა მეგი ბაქრაძის მეუღლის მხრიდან კლინიკის ინფრასტრუქტურის დაზიანება და ბაქრაძის ფორმა ასში იმ მონაცემების ჩაწერა, რომელიც მათ არ განუხორციელებიათ. ადვოკატი ირწმუნება, რომ ვიოლეტა ინასარიძემ თანამშრომლებს ათქმევინა, რომ მეგის ადრენალინი გაუკეთა.
მოდავე მხარის ადვოკატის განცხადებას ეწინააღმდეგებიან ვიოლეტა ინასარძეს ადვოკატები, მათი განცხადებით, სასტიკი საყვედურის გამოცხადების ბრძანება ძველი რიცხვით გამოსცეს და არც ვიოლეტა ინასარიძეს დაუტოვებია თვითნებურად სამსახური. ხოლო, რაც შეეხება მეგი ბაქრაძის დროზე ადრე დატოვებას, ამბობენ, რომ იგი კლინიკის მენეჯმენტმა გაათავისუფლა, რადგან ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციაში, კონფერენციაზე იყო მიწვეული.
ადვოკატები ასევე უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მეგი ბაქრაძის ფორმა 100 თანამშრომლებს ვიოლეტა ინასარიძემ შეავსებინა, ისინი ამბობენ, რომ დოკუმენტის შევსებაში მონაწილეობას კლინიკის ადმინისტრაციაც იღებდა.
სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 06 ივლისს გამოაცხადებს.
სხდომას ესწრებოდა კლინიკა იმედის გენერალური დირექტორი, დავით მაისურაძე, დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე და ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. თუმცა მათ სხდომა ისე დატოვეს ჩვენთან კომენტარი არ გააკეთეს.