ლიდერული თვითგანვითარება და ამისთვის საჭირო ეფექტური გზები, არაფორმალური განათლების მეთოდების და ტექნიკა, ეფექტური კომუნიკაციების სტრატეგია, სოციალური ნორმები და სხვა – ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus + საქართველოს მოსახლეობის ამ მიმართულებით არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს.
ერთ–ერთი მსგავსი ინიციატივის ფარგლებში, ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი, თეონა ზურაბაშვილი პოლონეთში ტრენინგებზე იმყოფებოდა. სწავლება, საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 1-10 აგვისტოს გაიმართა.
პოლონეთში ქალაქ ოლშტინში ჩატარებულ ტრეინინგში 7 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთნენ. მონაწილეები კონკურსის წესით შეირჩნენ. Erasmus+–ის ეს კონკრეტული პროექტი ქალი ლიდერების გაძლიერებას ეძღვნებოდა.