სამცხე-ჯავახეთში, სარეზერვო რეგიონული ქვედანაყოფის შექმნა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სამხედრო სწავლებას 18-51 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები გაივლიან, – საკითხთან დაკავშირებით დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული პროგრამის განმახორციელებლებს შეხვდა.
როგორც ეროვნული გვარდიის მეთაური, რომან ჯოხაძე გვეუბნება, სწავლება 4 წელი გაგრძელდება და თვეში ორი დღე დაეთმობა. ასევე, გათვალისწინებულია ანაზღაურებაც. მისივე თქმით, რეზერვის პროგრამა იდენტურია იმისა, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეები გადიან.
დაინტერესებული პირები მომზადებას ახალციხის სამხედრო ბაზაზე გაივლიან. მათივე ცნობით, საწვრთნელ პროგრამაში ჩართულია ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები.