ახალციხეში აუზის და სპორტული კომპლექსის ასაშენებლად 12 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო და მშენებლობაც რამდენიმე კვირაში დაიწყება. სწორედ ამ საკითხზე, დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ გამარჯვებული კომპანია “ნანთონ სანძიენ ჯორჯიას” წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ სპორტული კომპლექსის და აუზის ასაშენებელ ლოკაციას.
მათი თქმით, მშენებლობა სავარაუდოდ მაისის თვეში დაიწყება და სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების მიხედვით 18 თვეა. თანხა სრულად გამოიყო უნიციპალური განვიარების ფონდიდან.
ასევე, კომპანიის ფინანსური დირექტორის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე 30–დან 80–მდე ადგილობრივი დასაქმდება. სპორტული კომპლექსი 10 257 კვ.მეტრზე განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა. წელს კი კომპანისთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 11 404 195 ლარზე გააფორმა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი ტრიბუნები და სავარჯიშო (კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო) დარბაზები უნდა განთავსდეს.