ნიკოლ ფაშინიანმა მინსკში ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა,ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სამიტი 23 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ტარდება.
რუსეთის მხარის განცხადებით, კრემლს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევაა 2009 წლის შემდეგ, როდესაც სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს მოსკოვის ლიდერობით, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტში.
ავე გეტყვით, რომ ასევე სომხეთმა უარი თქვა ორგანიზაციის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე. ასევე, გასულ წელს სომხეთის პრემიერმა უარი თქვა ერთობლივ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, რადგან ციტატა : “მოკავშირეებმა სომხეთს არ გაუწიეს საკმარისი მხარდაჭერა, ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”.