სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, სამცხე- ჯავახეთში ფსიქოტროპული წამლების გაცემა შესაძლოა მომდევნო კვირიდან განახლდეს.
აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტებს ბენეფიციარები უკვე მე-3 თვეა ვერ იღებენ.
როგორც აფთიაქში განგვიცხადეს, ფარმაცევტის ლიცენზიის მისაღებად მოთხოვნა უკვე გაიგზავნა და მისი მიღებისთანავე მომსახურებას აღადგენენ.
აღნიშნული აფთიაქი ახალციხეში მდებარეობს და ის რეგიონის მასშტაბით არაოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 500-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
რეგიონში მედიკამენტების გაცემის სამთვიანი წყვეტა, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ფარმაცევტის არყოლას უკავშირდება. რატომ შეუჩერდა ფსიქოტროპული წამლების გამცემ ფარმაცევტს ლიცენზია? — #სამცხე_ჯავახეთი
ფსიქოტროპული წამლები სამცხე-ჯავახეთში ორი თვეა არ იყიდება, ჯანდაცვის სამინისტრო დუმს
ახალციხეში ფსიქოტროპულ წამლებს ორ თვეზე მეტია ვერ იღებენ
ფსიქოტროპული წამლების საკითხის გაშუქების შემდეგ ანტონ ობოლაშვილი დაგვიკავშირდა
ახალციხეში მცხოვრებლები ექიმების მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებს ვერ იღებენ.