კვლავ უშედეგოდ დასრულდა ახალციხის სოფელ ივლიტაში მდებარე, მულტირელიგიური ეკლესიის რეაბილიტაცია კიდევ გადაიდო, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული 58 000 ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც ეკლესიის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა, ვერ შედგა.
ეკლესიის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო ტენდერი უკვე მეორედ ჩაიშალა, თავდაპირველად კონკურსში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო ამჯერად მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. როდის გამოაცხადებს უწყება მორიგ ტენდერს, ამის გარკვევა კულტურის სამინისტროშიც და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც ვცადეთ, თუმცა არცერთ უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ეკლესია გასული წლის 16 თებერვალს დაზიანდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულის თვეში სახურავი ჩამოინგრა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ციტატა: “არ გვყავს ბაზარზე კერძო კომპანია, რომელიც სრულად კომპეტენტურია ძეგლთა დაცვის სფეროში.”
მულტირელიგიური კულტ. მემკვიდრეობის ძეგლი ჩამონგრეული სახურავით