13 წლის არასრულწლოვანი, რომელსაც გუშინ მანქანა დაეჯახა, კლინიკაში რჩება – ახალციხე

September 10, 2025

13 წლის არასრულწლოვანს, რომელსაც გუშინ ახალციხეში, საბარგო სადგურის მიმდებარედ მანქანა დაეჯახა, ოპერაციები ჩაუტარდა, მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს. 

დაშავებული ბავშვი ახალციხის კლინიკა “იმედიდან” თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, – დამატებით დეტალებს კლინიკაში არ გვეუბნებიან.

შემთხვევა გუშინ შუა დღით მოხდა, თვითმხილველების თქმით, ბავშვს მანქანა ცენტრალურ გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა. 

შსს მომხდარს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით იძიებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.