ადიგენის სოფლების: ფხეროს და იჯარეთის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია ჯამში 130 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელ იჯარეთში სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 210 მეტრია, ხოლო ფხეროში – 160.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც გზების რეაბილიტაციის ტენდერს მიიღებს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს.
წინადადებების მიღება 21-24 ივნისს იწარმოებს.
ფოტო: ადიგენის მერია