დაბა ასპინძაში 770 მეტრიანი სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,4 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება არსებული რკინაბეტონის არხის დემონტაჟი და ახლის მოწყობა; გაზის მილების დემონტაჟი და მიწისქვეშა გაზსადენის მოწყობა; არსებული ღობეების ახალი ევრო ღობით ჩანაცვლება; სამანქანო გზის ორივე მხარეს ტროტუარების მოწყობა; კიბე ბილიკის მოწყობა; არსებული ჭიშკრებისა და კუტიკარების დემონტაჟი და ახალის მოწყობა; ელ.გაყვანილობის დემონტაჟი და ახალი განათების ბოძების მოწყობა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი მიმდინარე წლის, ხოლო ნაწილი 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 26-29 სექტემბერს იწარმოებს.