სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 143 ადამიანი იმყოფება: ახალციხეში – 54 ; ნინოწმინდაში – 14 ; ახალაქლაქში – 23 ; ადიგენში – 5 ; ბორჯომში – 22 და ასპინძაში – 25 პირი გადის თვითიზოლაციის პროცესს.
ასევე გუშინ დაფიქსირდა ასპინძაში თვითიზოლაციის წესის დარღვევის ერთი ფაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძეს განმარტებით პირი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანეს.
19 მარტის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა. 2 პირს დღეს დაუდასტურდა ვირუსი.
კარანტინის რეჟიმში – 1592 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262 პირი იმყოფება. ასევე საქართველოში კორონა ვირუსისგან 1 პაციენტი სრულიად განიკურნა.